ადგილზე მიტანის პირობები

1. ადგილზე მიტანის ბლანკი გთხოვთ შეავსოთ ყურადღებით, მიუთითეთ ზუსტი მისამართი (ქუჩა, ჩიხი, სახლი, კორპუსი, ბინა, სართული, თუ ოფისია მისამართთან ერთად მიუთითეთ კომპანიის დასახელება), მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა თქვენს მიერ არასწორად მითითებული ინფორმაციის გამო (მაგ: ქუჩის ნომერი და სხვა,) ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.

2. იმის გამო, რომ შეცდომები ავიცილოთ თავიდან გთხოვთ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, ჩვენი მენეჯერი დაუკავშირდება მას და შეათანხმებს ადგილზე მიტანის პირობებს.

3. თქვენ შეგიძლიათ არ მიუთითოთ მიმღების ტელეფონის ნომერი, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თაიგულის მიტანის დროს მიმღები აუცილებლად დაგვხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. თუ მიმღები არ დაგვხდება ადგილზე, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს). ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად, მაგრამ თუ ყვავილების გადაცემა ვერ მოხერხდა მესამე პირზეც თქვენი თაიგული შეინახება 24 საათის განმავლობაში ყვავილების სალონში და შემკვეთს ან მიმღებს შეუძლიათ მიაკითხონ.